საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატებს სპეციალური კომისია უსმენს. წევრობის მსურველი 14 კანდიდატიდან კომისია 12-ს შეარჩევს და ამის შემდეგ პარლამენტს წარუდგენს.კომისიამ მოუსმინა ზაზა შათირიშვილსაც რომელთან დაკავშირებითაც საპარლამენტო უმცირესობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მმართველი გუნდი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ლობირებს. მის მიმართ კომისიის წევრებს გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ.შათირიშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან და ვასილ მაღლაფერიძესთან მეგობრობს, თუმცა მისი თქმით, ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში, ნაცნობობა და მეგობრობა ხელს არ შეუშლის, რომ მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულოს. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ წინასწარ შერჩეული კანდიდატები არ ჰყავთ და შერჩევა საჯაროდ მოხდება.