კომპანია "სითი პარკს", შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. ხმალაძე აცხადებს, რომ „სითი პარკმა“ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება, რადგან ის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქმედებდა. მერის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკმა“ სასამართლოს მიმართოს.