ეს გაბოლას ეკლესიაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს და თავის მრევლს ღვთისმსახურების დროს ალკოჰოლური სასმელის მიღებისკენ მოუწოდებს. სიტყვა გაბოლაც, ადგილობრივთა ენაზე, სასმელს ნიშნავს. ეკლესიაში ნათლობის რიტუალი იმ ალკოჰოლური სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს, რომელსაც მოსანათლი სუბიექტი აირჩევს. ალკოჰოლურ სასმელს აქტიურად იყენებენ ქადაგებების დროსაც.
ეკლესიის დამაარსებლის ციეცი მაკიტის თქმით, ეკლესიის შექმნის მიზანი ტრადიციული ეკლესიისგან გაძევებული ადამიანების შეფარება და მათთვის მშვიდი და უსაფრთხო ადგილის მიცემა იყო. ეკლესიას 500-კაციანი მრევლი ჰყავს. ლუდითა და ვისკით უკვე 2000-მდე ადამიანია მონათლული. ამ დროისთვის მრევლის ყველა წევრი მამაკაცია.