გასულ თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 74 ათას 700 ტონა შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 6 ათასი ტონით; ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე - 2 ათას 400 ტონით მეტია. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა 40 ათას 600 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34 ათას 100 ტონა შეადგინა.ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 26 ათას 500 ტონა - რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი, თურქმენეთი; აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი.