უნგრეთის დედაქალაქში პირველი "ჭკვიანი" სასტუმრო გაიხსნა, რომლის სტუმრებს მისი მართვა სმარტფონში, აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ. საუბარია, 4-ვარსკვლავიან სასტუმროზე KviHotel (კვიჰოტელი), რომელიც 40-ნომრიანია და რომლის სტუმრებსაც აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ სხვადასხვა სახის მომსახურება მიიღონ. მათ შორის, გაიარონ რეგისტრაცია, დაჯავშნონ ნომერი და სხვა.მობილური აპლიკაციის საშუალებით პრაქტიკულად პერსონალის 24-საათიანი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. სმარტფონით ხდება ასევე ნომრის საფასურის გადახდაც, მასში შეგიძლიათ პერსონალური მონაცემების განთავსება და ელექტრონული ხელმოწერის გაკეთებაც. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მომხმარებლების პირადი მონაცემები დაცულია და უსაფრთო ფორმატში ინახება.