საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსეთში, კრასნოდარში გაიმართა.მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და პირველი ტაიმი მოულოდნელად მასპინძლებმა 9:7 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების თამაში უფრო აგრესიული გახდა და საბოლოოდ ეროვნულმა გუნდმა გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა.ბორჯღალოსნებმა რუსეთს რაგბიში 22-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან 20 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა."ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგ შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" გამართავს.