აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" მიმდინარე კონცერტისას მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, 6 წლის ბიჭი საკონცერტო დარბაზ „კონგრეს ჰოლში“, მე-5-დან მე-3 სართულზე ჩავარდა. „ფარდა იყო ჩამოფარებული. ბიჭი ფარდას მიეყრდნო და გადავარდა. ის გადავარდნისას ფარდას ჩამოეკიდა, რის გამოც მძიმე დაზიანებები არ მიუღია. ბავშვს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება“, - განაცხადეს თვითმხილველებმა.
როგორც საკონცერტო დარბაზის ადმინისტაციაში აცხადებენ, ისინი ეკონტაქტებიან ინგოროყვას კლინიკას, სადაც განუცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის. მომხდარი შემთხვევის გამო, „კონგრეს ჰოლში“ დღეს დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.