წარმოგიდგენთ სმარტფონების შემცვლელ თანამედროვე მობილურს სახელად Light Phone 2. როგორც ამბობენ, ეს არის ინოვაციური მობილური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და თქვენ გარშემო მყოფებს. Light Phone 2-ს მეშვეობით თქვენ ზოგავთ ეგენრიას , დროს და არ გეფანტებათ ყურადღება. მობილურის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, გაგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები, ისარგებლოთ მაღვიძარით ან ისიამოვნოთ საყვარელი მუსიკების მოსმენით. თქვენ არ დაკარგავთ ძვირფას დროს სოციალური ქსელის უმიზნო სქროლვით და სანაცვლოდ მეტ დროუს დაუთმობთ საყვარელ საქმიანობას. იდეის ავტორების თქმით, ეს არის მობილური ტელეფონი, რომელიც პატივს სცემს თავის მეპატრონეს და მას განტვირთვის საშუალებას აძლევს. ხესაწყო დაფარულია თეთრი და შავი მატის მატერიით, ის გაციელბით გამძლე და პრაქტიკულია ვიდერ მისი წინამორბედები. გარდა ამისა, ის საოცრად თხელი ,მსუბუქი და ასევე წყალგამძლეა. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მარტივი კომუნიკაციით და ამავდროულად შეასრულოთ ყველა საჭირო ოპერაცია. მიუხედავად თავისი მინიმალისტური სტილისა ის უკავშიდრება , Wifi-ის, ავქს GPS ფუნქცია და 5 დღის განმავლობაში შეუძლია მუშაობა თითო დატენვაზე. ტელეფონი სულ რაღაც 80 გრამს იწონის და 6.5 მმ-ია სისქეში. მას მუსიკალური ფელიერისა და ფანრის ფუნქციის შერულებაც შეუძლია. მოწყობილობა არის თხელი და მისი დიზიაინი სმარტფონს წააგავს. მისი ეკრანი დაბურულია და გამოსხივებისგან გიცავთ.