დასხივებისა და ჯანმრთელობისთვის რისკების შექმნის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მობილური ტელეფონები სხეულიდან მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ. ტელეფონების მუდმივად ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიბოს განვითარება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, გონებრივი პრობლემები და რეპროდუქციული ფუნქციის სირთულეები. როგორც ცნობილია, ტელეფონები დაბალი სიხშირის რადიოსიგნალებზე მუშაობს. მეცნიერების აზრით, ძლიერი დასხივების მიღების რისკი განსაკუთრებით მომატებულია დიდი ფაილების ჩამოტვირთვისას. ექსპერტები მოგვიწოდებენ ტელეფონები სხეულიდან რაც შეიძლება დისტანცირებულად გვქონდეს, არ ვატაროთ ჯიბით ან ქამარით. ასევე, გვირჩევენ გამოვიყენოთ ხმამაღალი კავშირი და "hands free" ტექნოლოგია, რადგანაც დამტკიცებულია, რომ ტელეფონთან ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი თავის ტვინისა და ყურის მიდამოს სიმსივნის განვითარების ალბათობას ზრდის.მობილური ტელეფონები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. მათ თავის ქალაში გამოსხივება უფრო ადვილად გადის და შესაძლებელია ტვინში ხანგრძლივად მიმდინარე პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი.ექსპერტებმა აჩვენეს, რომ ტელეფონები დაკავშირებულია ყურადღების დაქვეითებასთან, გონებრივი მოღვაწეობის პრობლემებთან, უძილობასთან. მამაკაცები, ვისაც ჩვევად აქვთ მობილურის ქამრით ტარება, შეიძლება უშვილობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა სიგნალის ძალა, არამედ მისი ბუნება.