1-ლი მარტიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება აქვთ. აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი.
რაც შეეხება მასობრივი თავშეყრის ობიექტებს, ესენია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და 100 და მეტადგილიანი სასტუმრო.