"ჯდ ოილის" კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე ოპერირებას ამიერიდან ნავთობკომპანია "ფრეგო" გააგრძელებს. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, "ჯდ ოილის" ავტოგასამართი სადგურები "ფრეგოს" ბრენდისა და მენეჯემნტის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას.
კომპანია "ფრეგო" უკვე 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მან პოპულარობა საწვავის ხარისხის, ჩასხმის სიზუსტისა და მისაღები ფასის გამო მოიპოვა. "ჯდ ოილთან" ინტეგრირების შედეგად, "ფრეგო" 80-მდე ავტოგასამართი სადგურით მოემსახურება მომხმარებლებს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების მასშტაბით.