ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის გამოფენა მოეწყო. ღონისძიების მიზანი სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა იყო. გამოფენაზე 100-მდე უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები მიიწვიეს. გამოფენის დროს, სტუდენტები წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაბრნენ, მათ საქმიანობას გაეცვნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესახებ, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებისთვის არის პრიორიტეტული.