ახალი კოდექსი ტყესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მოაგვარებს - Palitra News

ახალი კოდექსი ტყესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მოაგვარებს

2018-02-27 16:47:53+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ტყის კოდექსის" კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო. ტყის ახალი განმარტება და ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება, -ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელსაც ტყის ახალი პროექტი გაითვალისწინებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი კოდექსი ტყესთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, ეს არის ტყის კატეგორიზაციის საკითხი და გრძელვადიანი ლიცენზიები. გარდა ამისა, იგეგმება სოციალური ჭრის პრაქტიკის ჩანაცვლება