"თბილისის მიკროავტობუსი" - ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება, თუ მგზავრს ტერმინალის გამოყენებაზე უარს ეტყვის - Palitra News

"თბილისის მიკროავტობუსი" - ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება, თუ მგზავრს ტერმინალის გამოყენებაზე უარს ეტყვის

2018-02-23 15:28:12+04:00

პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს, - ასე უპასუხა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა ნაწილის ინფორმაციას, რომ მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ.როგორც თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ. თბილისს დღესდღეისობით, დაახლოებით, 1800 მიკროავტობუსი ემსახურება.

იხილეთ: რის გამო უჩივიან მიკროავტობუსის მგზავრები მძღოლებს? - "მითხრა, რომ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობენ გზავრებს და საერთოდ არ გაუჩერებენ"