16:04
1 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რის გამო უჩივიან მიკროავტობუსის მგზავრები მძღოლებს? - "მითხრა, რომ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობენ გზავრებს და საერთოდ არ გაუჩერებენ"
23-02-2018

მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების ზოგიერთი მძღოლი მგზავრობის საფასურის პლასტიკური ბარათით გადახდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და მათ ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს. როგორც "პალიტრანიუსს" რამდენიმე მგზავრმა განუცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშე ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად დგებიან.

"უკვე არაერთი შემთხვევა მქონია, როცა მძღოლს მოუთხოვია, რომ მგზავრობის საფასური ბარათით არ გადავიხადო. როცა ამას შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელი და უკეთესია, მძღოლი გაღიზიანდა, შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და ისიც კი მითხრა, რომ იმ მგზავრებს, რომლებიც ბარათით იხდიან, მეტ-ნაკლებად უკვე ცნობენ და საერთოდ არ გაუჩერებენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

სააგენტოსთან ანალოგიურ პრობლემაზე ისაუბრა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც ყოველდღიურად ასევე მიკროავტობუსით მგზავრობს.

"შემიძლია ვთქვა, რომ მძღოლმა დამწყევლა კიდეც იმის გამო, რატომ გადავიხადე პლასტიკური ბარათით. როცა მიზეზით დავინტერესდი, თუ რატომ ჰქონდა მისთვის ამას მნიშვნელობა, მძღოლმა თავისი არგუმენტები ჩამოთვალა, მათ შორის თქვა, რომ მგზავრობის საფასურს უკვე თითქმის ყველა ბარათით იხდის, რის გამოც კომპანიისთვის ყოველდღიურ გადასახადს და საწვავისთვის საჭირო თანხას ვერ აგროვებს. მესმის მძღოლების პრობლემის, მაგრამ პლასტიკური ბარათით გადახდას ჩემთვის უპირატესობა აქვს, რადგან პირველი მგზავრობისას თუ 80 თეთრს ვიხდი, მეორედ მგზავრობისას უკვე 65 თეთრი მეჭრება“, - ამბობს კიდევ ერთი მგზავრი.

"პალიტრანიუსი" მგზავრების ნაწილის პრეტენზიებთან დაკავშირებით თავად მიკროავტობუსის მძღოლებსაც ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე მუშაობენ. ტაქსის მძღოლთა ნაწილის განცხადებით, მგზავრებისადმი თხოვნა, რომ მათ მგზავრობის საფასური ნაღდი ფულით გადაიხადონ, მათსა და "თბილისის მიკროავტობუსებს" შორის "გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია". როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის" ბალანსზე ირიცხება, "ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მათთვის მაინც სავალდებულოა".


”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მძღოლებმა ასევე განმარტეს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსი” არც სატრანსპორტო საშუალების საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფს და მათ შესაბამისი თანხის გადახდა საკუთარი სახსრებით უწევთ, ხოლო იმის გამო, რომ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხასთან აქვთ წვდომა, აცხადებენ, რომ შეგროვილი თანხა ხშირად არასაკმარისია და ყოველდღიური გეგმის შესრულებასაც ვერ ახერხებენ.

"კომპანია არაფერში გვეხმარება, საწვავის ფულსაც ჩვენ ვიხდით, რომ ვიმუშაოთ. დღეს ნახევარი საათით შევაფერხე რეისი, რადგან საწვავი არ მქონდა. სხვადასხვა ხაზზე მომუშავე მძღოლებს სხვადასხვა ფასი გვაქვს დაწესებული. მე მაგალითად, 68 ლარს ვიხდი. ვითომ ეს თანხა სატრანსპორტო საშუალების ცვეთის ფულიაო და რეზერვში ინახავენ, რამე რომ მოუვიდეს შევაკეთებთო, მაგრამ ყოველდღე ხომ არ ფუჭდება? პლასტიკური ბარათით გადახდა არ გვაწყობს, რადგან ის თანხა კომპანიაში მიდის, ჩვენ კი ყოველდღიურ გადასახადს მაინც გვახდევინებენ. მაგალითად, თუ პლასტიკური ბარათის მეშვეობით 40 ლარი შედის დღიურად კომპანიაში, მე მაინც მიწევს თანხის დამატება, რომ გეგმა შესრულებულად ჩამეთვალოს. ახლა ცუდი სეზონია, ყოფილა შემთხვევები, როცა გეგმა ნასესხები ფულით გადამიხდია და სახლში ხელცარიელი წავსულვარ", - განუცხადა "პალიტრანიუსს"ერთ-ერთმა მძღოლმა.

AutoPlay
ემანუელ მაკრონი - ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან, ტაძარში კი მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი იქნება
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
ლევან რატიანი თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობის მეთოდი განიხილება
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ცქიტიშვილის ინფორმაციით, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის გარკვეული დახმარების შეთავაზებაზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
22
24-02-2018
ar daijerot amati bJuturi, .....kai gvarianad Souloben fuls........
besarioni
24-02-2018
saertod unda gaukmdes samarshuto taksebi da dainishnos avtobusebi ai es aris gamosavali arcert kvekabnshi ar arsebobs samarshuto taksi
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები