მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ საკონვერსიო ოპერაციებიდან ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი 9 მილიონ 476 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, წინა თვეში ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 27 მილიონ 342 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 მილიონი 866 ათასი იყო.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან ჯამში, 202 მილიონ 954 ათასი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.