რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუკი ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ვეთო დაიძლევა” - პარტიულ ტელევიზიას მივიღებთ, , რომელიც ჩვენს ფულს შთანთქავს. მისი განმარტებით, ეს არის ერთპარტიული ტელევიზიის ჩამოყალიბებისკენ მომავალი გზა. პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილავს. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება.