სასტუმროების ფასების ინდექსი იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულტაციო ცენტრ PMCG-ის კვლევაშია მოცემული. მათი ცნობით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები, დეკემბრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად თბილისში შეიცვალა და 9.9%-ით შემცირდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სამი, ოთხი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 7.8%- ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემცირდა. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონემ აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ - 3.3%-ით მოიმატა. რეგიონების მიხედვით კი, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა.