"ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" - ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გაზარდოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და მომზადების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას, ასევე რეგიონების გეგმაზომიერ განვითარებას. პროექტი 2-წლიანია და მილიონ-ნახევარი ევროთი ფინანსდება.