ბაზარზე უკვე არსებობს უამრავი ტიპის ველოსიპედი, ელექტრო, ტვირთის გადამზიდი და ასე შემდეგ, თუმცა The Lopifit bike, არის ახალი სიტყვა გადაადგილების საშუალებების ისტორიაში. ეს არის ველოსიპედი სარბენი ბილიკით, რომელიც ელემენტზე მუშაობს. უცნაური ველოსიპედი ჰოლანდიელი დიზაინერის გამოგონებაა და ის სამსუნგის 350 (w) ვატიანი ლითიუმის ელემენტზე მუშაობს. სარბენი ბილიკი დამონტაჟებულია ველოსიპედის ფუძეზე. მას არ აქვს დასაჯდომი და მოძრაობს მაშინ, როცა თქვენ სიარულს იწყებთ. ველოსიპედის ელემნტს შეუძლია საკმარისი ენერგიის გამომუშავება რომ ველოსიპედმა 80 კილომეტრის მანძილის გავლა შეძლოს.
როგორც ამბობენ, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი სიჩქარე და გადაადგილების რეჟიმი. The Lopifit bike-ს შეუძლია 27კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება. მისი შემქმნელის თქმით, ველოსიპედ სასიარულო ბილიკს შეუძლია სხვა ვალოსიპედებზე სწრაფად გადაადგილება. ველოსიპედი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში . ველოსიპედის საჭეებზე დამაგრებული ეკრანი აჩვენებს ელემენტის სტატუსს. ინოვაციური ველოსიპედის შემქმნელის თქმით, იმისთვის რომ ის ამუშავდეს ძალიან პატარა ძალისხმევა არის საჭირო. მათთვის , ვინც არ იცის ველოსიპედის მართვა ეს იდეალური ალტერნატივაა.