თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. სოფელ კობაძესთან მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მომხდარიდან გამომდინარე მოძრაობა შეზღუდულია.