გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუნიციპალური ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს. ამის მიზეზი კი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებია, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ჰაერის დაბინძურება ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
როგორც გერმანული მედია წერს, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის რამდენიმე ქალაქში ივლის. კერძოდ, საუბარია 5 ქალაქზე. ესენია: ბონი, ესენი, რუტლინგენი, მანჰეიმი და ჰარენბერგი, რომლებიც გერმანიის ყველაზე დაბინძურებული ქალაქებია.