ემოციური მომენტი: დოდო გუგეშაშვილი შვილის ცხედართან საკუთარი ფეხით მივიდა - Palitra News

ემოციური მომენტი: დოდო გუგეშაშვილი შვილის ცხედართან საკუთარი ფეხით მივიდა

2018-02-15 16:37:55+04:00

დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს. შვილის დაკრძალვის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იხილეთ: "ჩემი ჭირისუფალია, მე - მისი" - დოდო გუგეშაშვილის ემოციური სიტყვები მალხაზ მაჩალიკაშვილზე

ორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა