დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოს ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ოჯახის მეგობრის დავით მუხიგულის განცხადებით დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მიუხედავად ამისა პანაშვიდის მსვლელობისას გუგეშაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა. მუხიგულის ინფორმაციით დაკრძალვის შემდეგ გუგეშაშვილს რეანომობილით ისევ რუდუშაურის კლინიკაში დააბრუნებენ. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის“, - განაცხადა დავით მუხიგულმა.
იხილეთ: ორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა