მეცნიერება გამოიგონეს სპეციალური საათი, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ საშუალებას აძლევს თავისუფლად ისარგებლონ სოციალური ქსელით და თანამედროვე ტექნიკით. Dot - ეს არის პირველი სმარტ საათი უსინათლო ადამიანებისთვის. საათი სმარტფონს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება. ინოვაციური მაჯის საათის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს შეტყობინებები, უპასუხოს ზარებს, გაიგოს ვინ ურეკავს მას და გამოიყენოს მობილურის სხვადასხვა აპლიკაცია როგორიცაა Google maps. გარდა ამისა Dot სტანდარტული საათის ფუნქციებსაც ასრულებს, ის აჩვენებს დროს, აქვს ტაიმერი, მაღვიძარა და ასე შემდეგ. როგორც ამბობენ, ინოვაციური საათის მეშვეობით უსინათლო ბავშვებს შეუძლიათ ადრეულ ასაკში ისწავლონ ბრაილის შრიფტის კითხვა.
იდეის ავტორების თქმით, საათში ინტეგრირებულია უმარავი ფუქნცია. მომხმარებელს მისი გამოყენებით თავისუფლად შეუძლია ნავიგაცია, ამინდის პროგნოზის გაგება, ინფორმაციის წაკითხვა და ახალი ამბების გაგება, გარდა ამისა სახლში ტექნიკისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მართვა. რაც მთავარია, უსინათლო ადამიანებს შეუძლიათ სოციალური ქსელის სურლფასოვანი წევრები გახდნენ და კომუნიკაცია დაამყარონ თავიანთ მეგობრებთან. საათს აქვს დახვეწილი დიზაინი, ის დამზადებულია ალუმინისგან და საკმაოდ გამძლეა.