11 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი - თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები 11 და 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ქარს პროგნოზირებენ.მათივე ინფორმაციით, ზოგ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში - ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.