გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი."11 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.