იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს, იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც 100 ათას ქულაზე ნაკლები ჰქონდა და მათზე მხოლოდ 23 მედიკამენტი ვრცელდებოდა.თუმცა, სერგენკოს განცხადებით, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დამატებითი კონტიგენტი უნდა შევიდნენ. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით 23 მედიკამენტი 50-მდე უნდა გაიზარდოს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს 23-ის ნაცვლად უკვე თითქმის გაორმაგებული ოდენობის მედიკამენტის 1 ლარად მიღება, პენსიონერებს კი მათი საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად ყიდვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.