2017 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2%-ზე მეტით გაიზარდა და 2 მილიონ 844 ათას ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე ცნობით, 2017 წელს საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 13%-ით გაიზარდა და ნომინალში 647 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.