Zara Home უკვე საქართველოშია. ბრენდის პირველი მაღაზია თბილისი მოლში გაიხსნა. მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლება ბრენდის სრული კოლექციის ნახვა, მათ შორის ისეთი პროდუქციის, როგორიცაა თეთრეული, ჭურჭელი, ავეჯი, განსხვავებული დიზაინის სახლის აქსესუარები. ასევე სახლის სამოსი, აბაზანის ნივთები და სხეულის მოვლის საშუალებები. პროდუქცია ყველანაირი ტიპის მომხმარებლის გემოვნებას აკმაყოფილებს. გარდა სრული კოლექციისა, მაღაზიაში წარმოდგენილია „ზარა ჰოუმ ქიდსი“ ბავშვებისთვის „ზარა ჰოუმი“ ამჟამად 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს 500-ზე მეტი მაღაზიით. როგორც მსოფლიოში, ისე თბილისშიც, ბრენდი მომხმარებელს ყოველწლიურად უახლესი ტენდენციებით შთაგონებულ 2 კოლექციას შესთავაზებს. მაღაზიაში პროდუქციის განახლება კვირაში ორჯერ მოხდება. "ზარა ჰოუმი“ ინდიტექს ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს თავის პროდუქციას 2003 წლიდან სთავაზობს. 5000-ზე მეტი პროფესიონალი ზრუნავს, რომ მოდისა და დეკორის უახლესი სეზონური ტენდეციები ასახული იყოს კოველკვირეულად განახლებად კოლექციებში. დიზაინერების საერთაშორისო გუნდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს შექმნან თბილი და მოდური ატმოსფერო სახლში.