სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება, - ამის შესახებ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტშია ნათქვამი. კანონპროექტში აღნიშნულია რომ ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.