ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე დააკავეს. სამართალდამცავებმა მას სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის აღება მოსთხოვეს, რაც გარემოვაჭრემ გააპროტესტა. დაკავებას გარემოვაჭრეების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მანამდე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა გარემოვაჭრეებს საქონლის გზის სავალი ნაწილიდან აღება რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან მათ ვაჭრობის გარდა სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნიათ.