ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ადგილზე დამატებითი სამაშველო ბრიგადები თელავიდან და ლაგოდეხიდან გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე სახანძრო მანქანა იყო ჩართული. ხანძრიის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა დიდი ხანია რაც უფუნქციო იყო. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.