ოზურგეთში, დაბა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულიკული ტურების ყოფილი ინსტიტუტის მიმდებარედ რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის რადიომეტრული კვლევა განხორციელდა. სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს. სააგენტო ტერიტორიის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს. გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, მაიონებელი გამოსხივების დოზის სიმძლავრე, მიღებული ზომების შედეგად უცვლელია უკანასკნელი წლების განმავლობაში და იგისაფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.