მაჩალიკაშვილების ოჯახი ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურატურაში შეხვდება. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს რომ ისინი თბილისში ჩამოსვლას გეგმავენ. შეხვედრა მთავარ პროკურატურაში პარასკევს იგეგმება. მაჩალიკაშვილები ამბობენ რომ რადგან პროკურორთან შეხვედრის სურვილი ხეობიდან ბევრმა გამოთქვა, მათ სურდათ რომ ირაკლი შოთაძე პანკისში ჩამოსულიყო. თუმცა შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან დაუკშირდნენ და შეხვედრა მთავარ პროკურატურაში შესთავაზეს, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრებს მიიღებდნენ.
„თუ არ ჩამოდის, ალბათ ჩვენ ჩავალთ თბილისში. ბევრი მაქვს მისთვის პირადად სათქმელი. მაინტერესებს რა გამოიძიეს და რას მეტყვიან ჩემი შვილის მკვლელობს მიზეზზე. აღიარონ ჩემი შვილის უდანაშაულობა და თავიანთი დანაშაული. რის გულისთვის მომიკლეს შვილი, გამცენ პასუხი“- აცხადებს მაჩალიკაშვილის დედა მედეა მარგოშვილი.
ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას , ასევე სპეცრაზმელებისა და სუსის ხელმძღვანელის დასჯას მოითხოვს.