Subaru XV აქამდეც საკმაოდ თავისებურად გამოიყურებოდა: ზემოთ უბრალოდ ჰეჩბექი, ქვემოთ შავი დამცავები და, რა თქმა უნდა, სიმაღლე. თუმცა ხალხს მოსწონს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ”სუბარუ” ევროპაში ბევრ XV-ს ყიდის. მასზე მოთხოვნადი მოდელი მხოლოდ "ფორესტერია".
ნებისმიერ კომპლექტაციაშია სრული ამძრავი და რესპექტაბელური 220-მილიმეტრიანი კლირენსი. შესაბამისად, აღარ გვიკვირს, რომ ახალ მოდელში მისი კონცეფცია შენარჩუნებულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალი XV მაინც სრულიად სხვანაირია - ეს არის პირველი ”სუბარუ" ახალ, ე.წ. "გლობალურ პლატფორმაზე". ეს პლატფორმისთვის სიგრძის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მომავალი მოდელის ბაზა იქნება.