კობი-გუდაურის სათხილამურო არეალები ერთმანეთს სასრიალო ტრასებით დაუკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, ტენდერი ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 370 ათას 800 ლარია.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017-2018 წლებში კობი-გუდაურის დამაკავშირებელი სამთო-სათხილამურო დანიშნულების საბაგირო სისტემის მშენებლობასაც ახორციელებს.