საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში დეპოზიტების 34% ლარშია განთავსებული. სებ-ის სტატისტიკით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი იანვრისათვის 19 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა რაც 141 მილიონ 500 ათასი ლარით ანუ 0.7 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ამასთან, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების 509 მილიონ 500 ათასი ლარით ანუ 4.3 პროცენტით შემცირებას, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 257 მილიონ 700 ათასი ლარით ანუ 3.3 პროცენტით გაიზარდა.