"ოსტატი და მარგარიტა" - რუსი მწერლის, ფიზიკოსისა და დრამატურგის, მიხეილ ბულგაკოვის 536 გვერდიანი სატირული ჟანრის რომანი. მსოფლიოში მისი 1000-ზე მეტი გამოცემა არსებობს. ოსტატი და მარგარიტასს დაწერის იდეა მიხეილ ბულგაკოვს გაზეთის რედაქცია "უღმერთოში" ვიზიტის დროს გაუჩნდა. მისი მთავარი სურვილი იყო, გამოეხატა პროტესტი საბჭოთა სივრცეში ათეიზმის ქადაგების წინააღმდეგ. მწერალმა წიგნის წერა 1929 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა 12 წლის შემდეგ დაასრულა. თუმცა წიგნის გამოქვეყნება მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, მისი მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით მოხერხდა, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში. რომანი თავდაპირველად, 1966-67 წლებში, საბჭოთა ცენზურის გავლის და შემოკლების შემდეგ, ჟურნალ "მოსკოვში" გამოქვეყნდა. იმავე წელს კი წიგნის სრული ვერსია, რუსულ ენაზე, საფრანგეთში გამოიცა.