სხვადსხვა პროდუქტის შეფუთვის გახსნა ხშირად არასასიამოვნო და გამაღიზიანებელია. რამდენჯერ გაგვხევია წიწიბურის შეფუთვა ან არასწორად გაგვიჭრია და გაგვფანტია შაქარი. უკვე არსებობს მინიმალისტური და საოცრად მოსახერხებელი სამზარეულოს ხელსაწყო, რომლის მეშვეობით მარტივად გახსნით ყველანაირ შეფუთვას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, საკმარისია წამოიცვათ ხელსაწყო თითზე, გაუსვათ შეფუთვას და ის მყისიერად გაიხსნება.
როგორც ამბობენ, Nimble-ის მეშვეობით თქვენ დაზოგავთ დროს და უსწრაფესად გახსნით ყველანაირ შეფუთვას. მას შეუძლია გახსნას პლასტმასის შეფუთვა, საჭმლის თუნუქის შეფუთვები, კონვერტი, ამოჭრას გაზეთიდან ვაუჩერები ან უბრალოდ გამოგადგეთ ხელსაქმის დროს. ხელსაწყო დაიტესტა დაახლობით 150 მოხალისეს მიერ და მისი ეფექტურობა მრავალჯერ დამტკიცდა. იდეის ავტორების თქმით, ის უსაფრთხოა და მისი გამოყენება ბავშვებსაც კი შეუძლიათ. სათითე დამზადებულია სპეციალური კერამიკისგან, რომელიც ფოლადზე უფრო გამძლე და მყარია. ხელსაწყოს საკმაოდ ბასრი პირი აქვს, თუმცა მისი დიზაინი შემუშავებულია ისე, რომ თქვენ დაცული ხართ რაიმე დაზიანებისგან.