მოგვარდება თუ არა თბილისში პარკინგის პრობლემა? - "მენაშენეთა ასოციაცია" დედაქალაქში პარკინგის პრობლემის წარმოქმნის მიზეზს რამდენიმე თეზისად აყალიბებს და პარკინგის დარეგულირებისთვის პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს. მენაშენეთა ცნობით, სასურველია რომ დეველოპერების მიერ ასაშენებელი სავალდებულო პარკინგის ადგილების ოპტიმიზაცია მოხდეს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ თუ დეველოპერმა სავალდებულო რაოდენობაზე ნაკლები პარკინგი ააშენა, თითოეულ არაშენებულ პარკინგზე უნდა გადაიხადოს პირობითად, "პარკინგის მოსაკრებელი", ხოლო ამ თანხის აკუმულირება მერიის სპეციალურ ფონდში უნდა მოხდეს, რომელიც პარკინგის ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. მენაშენეების აზრით, ასეთი მიდგომით დედაქალაქი საპარკინგე შენობების ასაშენებლად დამატებით შემოსავლებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ "მენაშენეთა ასოციაცია" პარკინგის პრობლემის მოგვარების ინიციატივას კახა კალაძის პროგრამის "შენი იდეა მერს" ფარგლებში წარმოადგენს. ასოციაცია რეკომენდაციების 12–პუნქტიან პაკეტზე უკვე მუშაობს და ყველა პროფესიონალს - ურბანისტებს, არქიტექტორებს, მეგზევეებსა თუ სხვებს ჩართულობისკენ მოუწოდებს.