გასულ წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოდან ცხოველთა დაკლული ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. კერძოდ, სეს-ის ცნობით, მათ მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებული იყო 361 ათას 711 დაკლული ცხვრის ხორცი.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ავალიანის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. კერძოდ, ავალიანის ცნობით, 2-ჯერ არის გაზრდილი საქართველოდან ცხვრის ექსპორტი.