"ნიკორას" 4 ათასზე მეტი თანამშრომელი კომპანიის აქციონერი გახდა. „ნიკორა ტრეიდის“ აქციების გამოშვებისა და მათი თანამშრომლებისთბის გადაცემის გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღო. „ნიკორა“ ასევე მზადაა, ნებისმიერი დაინტერესებულ პირს შესთავაზოს აქციონერობა. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. აქციების გაყიდვებით მოზიდული ფინანსური რესურსი კომპანიის სამომავლო განვითარებასა და სუპერმარკეტების ქსელის გაფართოებას მოხმარდება.