ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განმარტებით, მას დამატებით ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. სამი დაშავებულიდან, ერთის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის გვიან ღამით რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. უკვე ცნობილია რომ, სარკინიგზო გვირაბში მომხდარ ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის.