"ღვინო"დიდი ენციკლოპედია - ცნობილი ფრანგული გამომცემლობის, ლარუსის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, იზაბელა მაინარტის წიგნი.
წიგნის ორიგინალი საფრანგეთში 2010 წელს, ფრანგულ ენაზე გამოიცა. ნათარგმნია არაერთ ენაზე და მსოფლიოს 20 ქვეყანაშია გამოცემული, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალ ასევე დამწყებ მეღვინეებში. ენციკლოპედიაში მოცემულია მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა, ღვინოების მონაცემთა 246 სქემა, სადაც მითითებულია კონკრეტული ღვინოების წარმომავლობა, ასევე მითითებულია თითოეული ღვინის ფერი, სუფრაფრასთან მიტანის ტემპერატურა და დავარგების პოტენციალი. ასევე შეტანილია 600-ზე მეტი უნიკალური ფოტო.