"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მიმართავს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს.ოპოზიციაში მოთხოვნის მიზეზად, მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს ასახელებენ, სადაც ბრალდება საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვას იძიებს.ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ დანახარჯების გამო სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივად უსაფუძვლო დევნა მიმდინარეობს.ხარჯების გასაჯაროების მოთხოვნის შესახებ ოფიციალური განაცხადი პარტიის ისწევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში ჩააბარეს.