წარმოგიდგენთ ინოვაციურ ღვინის შესანახ ბოთლს, რომელიც ღვინოს უნარჩუნებს პირვანდელ გემოს და მას გაფუჭებისგან იცავს. Wine Squirrel ეს არის გრაფინი, რომელსაც უნიკალური დალუქვის მექნიზმი აქვს. როგორც ამბობენ, მისი საცობი ისე ხუფავს, რომ ღვინოს ვაკუუმში აქცევს, შესაბამისად, ღვინო აღარ შედის რეაქციაში ჰაერთან და სასმელი დაცულია გაფუჭებისგან. იდეის ავტორების თქმით თქვენ ჩვეულბერივად შეგიძლიათ გახსნათ ღვინის ბოთლი ერთი ჭიქის დასალევად და შემდეგ კვლავ შეინახოთ და მიირთვათ მაშინ, როცა მოგესურვებათ. ბოთლმა უმარვაი ტესტი გიარა ისევე როგორც წითელ, ასევე თეთრ ღვინოზე და როგორც დადგინდა, ის ორივეს კარგად ინახავს და თავდაპირველ არომატს უნარჩუნებს. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, სინჯარის დიზიანი შემუშავებულია ისე, რომ ბოთლის ამოყირავების ან ჰორიზონტალურად დადგმის შემთხვევაშიც კი არ იღვრება სასმელი.