თბილისის მერია დედაქალაქის მიწათასრგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს 15 იანვარს გამოაქვეყნებს. დედაქალაქის მიწათასრგებლობის გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება. მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე დოკუმენტში ხარვეზი სამჯერ დაფიქსირდა, რის გამოც, გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველო“ 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. ”სითი ინსტიტუტმა” დოკუმენტის სრულყოფისთვის 45 დღე ითხოვა.დედაქალაქის გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.