აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა ლონდონის მერს, სადიკ ხანს სიტყვა შეაწყვეტინეს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. ბრიტანეთის ანალიტიკურ ცენტრში ლონდონის მერი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც დარბაზში რამდენიმე აქტივისტი შეიჭრა. ტრამპის მხარდამჭერებმა სადიკ ხანს მიანიშნეს, რომ დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მხარს ტრამპს უჭერენ. სიტუაციაში დაცვა ჩაერია და აქტივისტებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. თუმცა, ისინი სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დარბაზში შეჭრილი აქტივისტები პოლიციამ დააკავა.