ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. უცხოური მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 14:00 საათზე დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, თავისი ხმა ამომრჩევლების 60%-მა დააფიქსირა. მათ არჩევანი 9 კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. ჩეხეთის ექსპერტები გამარჯვებას 73 წლის მილოშ ზემანს უწინასწარმეტყველებენ. არჩევნების პირველი ტური ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, მეორე ტური 26-27 იანვარს ჩატარდება.